ერთ-ერთი თვითმხილველი - დაკავების მომენტში მამაკაცმა სამედიცინო დახმარება ითხოვა, თუმცა, სამართალდამცველები არ უჯერებდნენ, რომ ის ცუდად იყო

 ერთ-ერთი თვითმხილველი - დაკავების მომენტში მამაკაცმა სამედიცინო დახმარება ითხოვა, თუმცა, სამართალდამცველები არ უჯერებდნენ, რომ ის ცუდად იყო

ნუცუბიძის მეოთხე პლატოს 24-ე კორპუსის რამდენიმე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამართალდამცველების ბრალეულობაზე საუბრობს.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაკავების მომენტში მამაკაცმა სამედიცინო დახმარება ითხოვა, რაზეც სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ და არ უჯერებდნენ, რომ ის ცუდად იყო. მისივე თქმით, მეზობლებიც, რომლებიც მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, პოლიციას სთხოვდნენ, რომ სასწრაფო გამოეძახათ.

თვითმხილველი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამჟამად გარდაცვლილი 33 წლის მამაკაცი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო. მისივე თქმით, მამაკაცი დღეს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ამას სისტემატური ხასიათი სხვა დღეებში არ ჰქონია. თვითმხილველის განცხადებით, ათეულობით თვითმხილველი არსებობს, რომელიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავების გულგრილობის ფაქტს შეესწრნენ. გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლები საქმეზე დროულ რეაგირებას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სათანადო დასჯას მოითხოვენ.

წაიკითხეთ: შსს-ს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტზე ინციდენტის მონაწილე საუბრობს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ