"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"

"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"

ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭკადუას ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა, რასაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მოწმობს. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, ადვოკატის თქმით, პაციენტს კვლევები ჯერ კიდევ უტარდება და საბოლოო დასკვნა ამის გამო არ არსებობს.

"განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარმოდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, ის ამბობდა, რომ დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, თუ რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოგზავნა, ვინაიდან ეს ჩვენთვის იყო სიურპრიზი. ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე დღის წინ და კითხვებზეც კი ვიყავით შეთანხმებული, მოწმეები რომ მოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხვდებით ოთარ აბესაძეს. თუკი მას არ ექნება სურვილი არ დაესწროს პროცესს, ეს მისი უფლებაა. ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, თუკი ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება კარგი, სასამართლო პროცესები ვერ წარიმართება.

"როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, ის არის არაადეკვატური და არ შეიძლება დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას. ასევე მოსამართლემ მოუწოდა დაცვის მხარეს, ნუ აფიქრებინებს სასამართლოს, რომ ჩვენ გვსურს საქმის გაჭიანურება. ეს ასე ნამდვილად არ არის. ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ის არ იქნება კარგად, ვერც პროცესები ვერ წარიმართება", - განაცხადა აბესაძის ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ