კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:23 / 02-11-2017
"ორივე დაოჯახებული იყო, ერთს 8 წლის ბავშვი დარჩა" - რუსთავში მომხდარ საზარელ ავარიას ბიძაშვილები ემსხვერპლნენ
რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ზ.ტ. და ზ.ა. ბიძაშვილები იყვნენ. Ambebi.ge მათ ნათესავს თ. ბ-ს დაუკავშირდა:

- ორი გარდაცვლილი ჩემი ნათესავია, ერთი ჩემი ბიძაშვილია, მეორე - დეიდაშვილი, წარმოშობით საჩხერიდან არიან. ჩემი დეიდაშვილი ოჯახით რუსთავში ცხოვრობს, ბიძაშვილი კი საჩხერიდან მეუღლის გარეშე იყო ჩამოსული. ორივე ერთად მუშაობდნენ, თბილისში.

- სად მუშაობდნენ?
-
ოთხივე გარდაცვლილი ხელოსნები იყვნენ. წითელ ხიდზე ობიექტი ჰქონდათ აღებული, ერთ-ერთ სათამაშო კლუბს აშენებდნენ. სამსახურში მიდიოდნენ, როდესაც ეს ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ და ბოძს შეეჯახნენ, შემდეგ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ტრაგედია დატრიალდა.

- თქვენი ბიძაშვილი იჯდა საჭესთან?

- ჩემებმა მანქანის ტარება არც იცოდნენ, საჭესთან მათი თანამშრომელი იჯდა.

- ნასვამები ხომ არ იყვნენ?
- არა, არცერთი მათგანი არ სვამდა. ექსპერტიზაც ჩაუტარდა და ოთხივე ფხიზელი იყო.

- დაოჯახებულები იყვნენ?
- ჩემი ბიძაშვილი და დეიდაშვილი დაოჯახებულები არიან. ერთს 8 წლის შვილი ჰყავს, მეორეს - მეოთხე კლასელი. ორივეს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ჩემი ბიძაშვილი გუშინ გადაასვენეს საკუთარ სახლში, დეიდაშვილს კი ხვალ გადავასვენებთ. მათი თანამშრომელი ბიჭების ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცი. 

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge

ფოტო: info rustavi
19:44 / 02-11-2017
status quo
1
სიჩქარე ღუპავს ხალხს და ამ ქლიავებს ეს არ ესმით.
მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა
ერთმანეთს "ვაზ-2107"-ის მარკის და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ
"არ დავკვირვებივარ ტრაილერი, ცერად იდგა თუ სწორად, მაგრამ როგორც მახსოვს, გასავლელი არ იყო"
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი
გოგონა გზაზე გადარბოდა, როდესაც მას რუსული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსი დაეჯახა
+VIDEO: გუშინ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49