"ვანო მერაბიშვილი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს"

"ვანო მერაბიშვილი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აპირებს"

ვანო მერაბიშვილი აპირებს აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი ჩივიაშვილმა ისაუბრა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შესახებ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი კომისიისთვის მიმართვას არ აპირებს.

"ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება იყო პოლიტიკური და მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკურად დატვირთული. ის არ აპირებს რაიმე სახის განცხადების გაკეთებას და მიმართვას.

სტრასბურგის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ, გავივლით, მოვისმენთ ხელისუფლების პოზიციასაც და შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. თუ ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც ამას აკეთებს დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფოები, ბუნებრივია ჩვენ გვექნება მერე რეაგირება.

მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია გვაქვს მსჯელობა, აპირებს თუ არა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. დიახ, ის აპირებს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას აქტიურად", - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ