დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი ლტოლვილები საბერძნეთში უკანონო გზით გადაყავდა

დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სირიელი ლტოლვილები საბერძნეთში უკანონო გზით გადაყავდა

თურქეთში სირიელი ლტოლვილების უკანონო გზით საბერძნეთში გადაყვანის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "მილიეტი" წერს.

კურორტ მარმარისთან, ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ გააჩერა მიკროავტობუსი, რომლითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონო გზით მოხვედრას ცდილობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიელი ლტოლვილების საზღვარზე უკანონო გზით გადაყვანას საქართველოს 37 წლის მოქალაქე ნ.ს. და თურქეთის 43 წლის მოქალაქე ა.დ. ცდილობდნენ.

ისინი ამჟამად დაკავებულები არიან და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ