ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მას 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

იხილეთ ვიდეო: ხმაური და გაწევ-გამოწევა სასამართლოში - ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების შემდეგ ახლობლებმა დარბაზი დატოვეს

პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო: "გამიშვით, მოვკვდები" - გიორგი ონიანის განაჩენის შემდეგ, ახლობლებმა დარბაზი ხმაურითა და შეძახილებით დატოვეს

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთას კიდევ ერთი მუხლი დაემატა

საგანგებო ბრიფინგი შსს-ში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - "მშობლები შეუთანხმდნენ პირს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ"