გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი გაუჩინარდა - რას ამბობენ შსს-ში

 გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი გაუჩინარდა - რას ამბობენ შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი, გიორგი როყვა გაუჩინარდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, "გაუჩინარება არ დასტურდება".

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს 10 საათზე მეტია ვერ პოულობენ. კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში, გიორგი როყვა დღეს გამთენიისას გაუჩინარდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და დაკავშირებას ოჯახის წევრებიც ვერ ახერხებენ.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც შეეხება გიორგი როყვას, ჩემს მეგობარს, რომელიც გუშინ სამ საათამდე იყო ჩემი აქტიური მხარდამჭერი. უნდა ყოფილიყო სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი. რომელიც სამი საათიდან ოთხ საათამდე იქნა დაშინებული, რომლისაც არა ერთი ფაქტი მაქვს მის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით და სატელეფონო საუბრით დამტკიცებული. ამ ფაქტის შემდეგ ეს ადამიანი გაქრა", - განაცხადა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ინტერპრესნიუსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ