"ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა და შურისძიება სახელდება. 30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც  გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარმა განაცხადა, "ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ". მისი თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ისინი მეგობრების მსგავსად მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას და შურისძიებას ასახელებენ, "რადგან დაუდაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია".

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ