ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებს

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, პარალელურად გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ვარაუდით, ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, პოლიციის ზეწოლა გამხდარიყო. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ძმები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს.

"ჩემი ძმები ჯართს აგროვებდნენ და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს. პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირანმა თქვა, რომ ან მათ მოკლავდა ან თავს მოიკლავდა", - ამბობს გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის და.

ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, მამაკაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

იხლეთ ვიდეო: "ან თავი უნდა მოვიკლა, ან ისინი მოვკლაო" - თვითმკვლელობის რა მიზეზზე საუბრობს ხარაგაულში გარდაცვლილი ბიჭის და?