მიხეილ სააკაშვილი - ჩემი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული

მიხეილ სააკაშვილი - ჩემი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, რომ მისი 11 წლის შვილი ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული.

"ორი საათის წინ ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს ჩემი 11 წლის შვილი და მასთან მყოფი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, რომელიც თან ახლდა ჩემს შვილს, ოფიციალურ მივლინებაში იმყოფება. მათ ყველა საბუთი წესრიგში აქვთ, მაგრამ ორი საათია უკვე, რაც ცალკე ოთახში ჰყავთ გადაყვანილი, მიზეზების ახსნის გარეშე. აეროპორტში მივდივარ, რათა გავარკვიო, თუ რა ხდება", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ნახეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"