სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ადასტურებენ, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის დეპორტაცია მოხდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ადასტურებენ, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის დეპორტაცია მოხდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის უკრაინიდან დეპორტაციას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სდსს-ში განუცხადეს, ექს-პრეზიდენტის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის პირადი დაცვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, უკრაინულმა მხარემ ქვეყანაში, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზების გამო არ შეუშვა. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ვაჟი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მშობლებს ჩაბარდა.

"ამ ეტაპზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დეპორტაციის მიზეზების მოკვლევა. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი ბორისპოლის აეროპორტში გუშინ, თანმხლებ პირად დაცვასთან ერთად დააკავეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მისი შვილი უკრაინაში შეუშვეს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, მისი შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თვითმფრინავში ჩასვეს და უკრაინიდან გაუშვეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ