რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ

რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ

გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ, - ამის შესახებ გურამ შარაძის მკვლელობისთვის ყოფილმა მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, შესაძლოა გურამ შარაძის ოჯახი მას არ თვლის ბრალდებულად, თუმცა მან უკვე მოიხადა სასჯელი და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვს.

”მე ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე. მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. გამოძიებასთან და პროკურატურასთან მე არ ვთანამშრომლობ”, - განაცხადა გიორგი ბარათელმა.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ბარათელი თავისუფალია. მან გლდანის ნომერ მერვე დაწესებულება უკვე დატოვა. შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ აღნიშნული დანაშაულისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა.

შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ