რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი

რუსუდან შარაძე - ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი

ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებას, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ, შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელი გათავისუფლების შესფასებისას განუცხადა. როგორც შარაძემ აღნიშნა, ბარათელი ციხეში დღემდე ტყუილად იჯდა. შარაძის ინფორმაციით, ბარათელი მზად იყო სიმართლე ეთქვა 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თუმცა ის შეაშინეს და ამიტომ დღემდე იბრალებს, რომ მამამისი მან მოკლა.

"ეს კაცი სულ ტყუილად იჯდა ჩემი აზრით. მას არათუ არ დაუგეგმავს, საერთოდ მონაწილეც არ არის ამ მკვლელობის. ის აიძულეს, რომ თავის თავზე აეღო ეს დანაშაული. როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, 2012 წელს, ის ამბობდა - მე არ ვარ მკვლელი და ხელახლა დაკითხვა მოითხოვა. მზად იყო ოფიციალურად სიმართლე ეთქვა გამოძიებისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ საქმე გაიწელა. ამასობაში მას შეეხო ამნისტია იმ 28 წელზე, რაც ჰქონდა შეფარდებული. საქმის ამ გაწელვაში, ციხეში მოუწყვეს პროვოკაცია, კერძოდ მომჩივანის გარეშე დაუმატეს 2 წელი. მას რეალურად საპატიმრო 2 წლის წინ უნდა დაეტოვებინა. ეს ყველაფერი მოხდა არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისა და სოზარ სუბარის სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს. ამდენი წელი, რა ჯოჯოხეთი გაიარა ამ ადამიანმა ღმერთმა იცის. მე სამჯერ შევხვდი გიორგი ბარათელს. ყველაფერი მომიყვა მეც და გამომძიებელსაც, თუმცა ჩვენებას, რომლითაც სიმართლეს ამბობდა, ხელი არ მოაწერა, ვინაიდან თქვა, რომ ეშინია. მე ძალიან მალე დავდებ იმის მტკიცებულებს, რომ გიორგი ბარათელი არ არის მამაჩემის მკვლელი. ვინ არის მკვლელი საზოგადოება აუცილებლად გაიგებს", - აცხადებს რუსუდან შარაძე.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: "მკვლელობა მოვიშორე, ჩემი ვიჯექი და აღარაფერი მაინტერესებს" - რას ამბობს ციხის დატოვების შემდეგ, გურამ შარაძის მკვლელობისთვის ნასამართლევი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ