ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმში თამარის დასახლებაში საკანალიზაციო მილების სამუშაოების დროს კომპანია "ფაიფერი და გზის" თანამშრომლებმა ქვევრი იპოვეს. მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს. დღეს ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები, კომპანიის ხელმძღვანელობა და არქეოლოგები იმყოფებოდნენ. საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები შეწყვეტილია. ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ