აფეთქებები და შტურმი თბილისში - რა მოხდა გაბრიელ სალოსის გამზირზე?

აფეთქებები და შტურმი თბილისში - რა მოხდა გაბრიელ სალოსის გამზირზე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვიან ღამით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობდა, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისინი გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

სპეცოპერაცია რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს სამართალდამცველებმა კორპუსი დაატოვებინეს.

მოგვიანებით, სპეცოპერაციას ადგილას, აფეთქებების ხმაც გაისმა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა იმ სახლში შესვლის ოპერაცია, სადაც იმყოფებოდნენ პირები, ვისი დაკავების სპეცოპერაციასაც ახორციელდებდა სუს-ი. ძლიერი აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა. სავარაუდოდ, იყო სროლებიც. ამას წინ უძღოდა შუშების მსხვრევის ხმა.

შტურმი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა რა შედეგიდ დასრულდა ოპერაცია, ამ დროისთვის უცნობია. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმა გაისმა ძლიერი აფეთქებისა და სროლის ხმა.

იხილეთ ექსკლუზიური კადრები სპეცოპერაციიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ