სპეცოპერაციის ადგილას, სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა

სპეცოპერაციის ადგილას, სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, სავარაუდოდ, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა. სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე წუთის პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილი მივიდა.

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები და სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან.

გამთენიის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სუსში.

ამასთან,  სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი მანქანა შევიდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სხვა ბრიგადებიც, ასევე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ