სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი

სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის ძლიერი კვამლი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია წუხელ ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება.

ამასთან, იმ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, კორპუსებიდან გაყვანასითხოვს.

იხილეთ ვიდეო -  ექსკლუზივი: ახლო კადრი ცეცხლმოკიდებული ბინიდან, სადაც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილობრივების ევაკუაცია მხოლოდ იმ ერთი კორპუსის სადარბაზოდან განხორციელდა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს კი სამართალდამცავები საცხოვრებლის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, ვინაიდან კორპუსების შესასვლელები ბლოკირებულია. "ბავშვები გვყავს. ხალხში პანიკაა. ვითხოვთ, რომ ჩვენც გაგვიყვანონ ადგილიდან", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა.

მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: უწყვეტი სროლის ხმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - თვითმხილველის ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ