არაოფიციალური ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტერორიზმში ბრალდებულების წინააღმდეგ მიმდინარეობს

არაოფიციალური ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტერორიზმში ბრალდებულების წინააღმდეგ მიმდინარეობს

არაოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ყვება, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ტარდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ. მათი თქმით, კორპუსში რამდენიმე ბინა უცხოელებზეა გაქირავებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბინაში მიმდინარეობს ორმხრივი სროლა სუს-ის თანამშრომლებსა და ბოროტმოქმედებს შორის.

კიდევ ერთი ვერსიით, პირები, რომლების დაკავებასაც ამ დრომდე ცდილობენ სამართალდამცველები, პანკისის ხეობიდან არიან, თუმცა ოფიციალურ დონეზე არც ამ ინფორმაციის დაზუსტება ხდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სუს-ში ასევე არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ის პირები, ვის დაკავებასაც ცდილობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ