სპეცოპერაციის ადგილზე ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

სპეცოპერაციის ადგილზე ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ. სხვა დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ