დუისის პოლიციაში, სავარაუდოდ, იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული

დუისის პოლიციაში, სავარაუდოდ, იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული

არსებული ინფორმაციით, პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დუისის მკვირდმა ასლან ჟაბრალოევმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

აქვს თუ არა კავშირი და იცნობდა თუ არა ჟაბრალოევი ბინის დამქირავებლებს, ამ დროისთვის მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ