ტერორიზმში ეჭვმიტანილები, რომელთა აყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა, სავარაუდოდ ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

ტერორიზმში ეჭვმიტანილები, რომელთა აყვანის ოპერაცია მიმდინარეობდა, სავარაუდოდ ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

უკვე თითქმის 20 საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებს, არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაციისას ცეცხლი გაუხსნეს. ისინი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ.

kvirispalitra.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ, სავარაუდოდ, ბინაში ბლოკირებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან და საქართველოში არალეგალურად შემოვიდნენ.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი: "ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 ეროვნებით ჩეჩენი პირია, სავარაუდოდ, ისინი არიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და არალეგალურად არიან შემოსული საქართველოში.

მიუხედავად მოლაპარკებისა, ჩაბარებაზე უარს ამბობენ. ვიდრე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, კონკრეტულ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია, სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, ალბათ გააკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შესაბამის განმარტებას და უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ