კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა

 კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლების და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ერთ-ერთ ბინას უკიდია. სპეცოპერაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, თუმცა მათ ჯერ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები არ დაუწყიათ.

ხილეთ ვიდეო: ძლიერი ხანძარი კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარებს - ცეცხლმოკიდებული ბინის კადრები

ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა. გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმაც. გარე პერიმეტრი საპატრულო პოლიციას მთლიანად გადაკეტილი აქვს. სამართალდამცავები ადგილობრივებს ტერიტორიას ატოვებინებს.

იმ ბინის ფანჯრებში, სადაც ხანძარი გაჩნდა, რამდენიმე პირი ჩანს, რომლებიც სავარაუდოდ სპეცრაზმის წარმომადგენლები არიან.

ფოტოები "ტვ პირველის" ლაივიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ