ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ

თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას მსოფლიოს მედიასაშუალებები ეხმიანებიან. "ბიბისი" წერს, რომ სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია, გარდაიცვალა ერთი სამართალდამცველი, ოთხი დაიჭრა.

"ბიბისი" აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

"საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და აქ ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ინციდენტები არასოდეს მომხდარა. თუმცა საქართველოს 50-მდე მოქალაქე გაემგზავრა სირიასა და ერაყში, "ისლამურ სახელმწიფოს" რიგებში საომრად. ისინი, უმეტესად, ჩეჩენი ეროვნების არიან და პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ხეობა კი, გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური ექსტრემიზმის ცენტრია," - წერს "ბიბისი".

"ევრონიუსის" ინფორმაციით კი ტერორიზმში ეჭვმიტანილები თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში იმალებოდნენ. სპეცოპერაცია სამშაბთს დაიწყო და მეორე დღემდე გაგრძელდა. "ევრონიუსი" ასევე სუს-ზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ, დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3.

"სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი", - განაცხადეს სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ