რა მდგომარეობაა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ - უახლესი ფოტოები ადგილიდან

რა მდგომარეობაა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ - უახლესი ფოტოები ადგილიდან

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დილით ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ექსპერტ-კრიმინალისტები და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობისაგან კვლავ დაცლილია. მაცხოვრებლებს სახლებში ჯერ არ უშვებენ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ევაკუატორით რამდენიმე დაზიანებული მანქანა გაიყვანეს.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, ლექსო ნაბახტეველი, ნარიტა ჩხაიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ