სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

"უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა", - აცხადებენ პროკურატურაში.

წარდგენილ ბრალთან და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ბრალდებულის ადვოკატი განცხადებას არ აკეთებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ