არის თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სუხო დუდაევი - ადვოკატის კომენტარი

არის თუ არა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი სუხო დუდაევი - ადვოკატის კომენტარი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ ბრალდებული პირი სუხო დუდაევია. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გააკეთა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ უარყო სახელმწიფო ბრალდება და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს დაადასტურებს, არ არსებობს.

"სუხო დუდაევს მე არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სუხო დუდაევი არ არის. ვიდეო და აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა იყო დასმული და უბრალოდ განვაცხადე, რომ მსგავსი რამ ბრალდების მხარეს საქმეში არ აქვს. რაც შეეხება მის მონაწილეობას, კონტაქტებს და კავშირებს, რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან, ასეთი რამ არ არსებობს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ