არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ვ.-ს მიმართ.

„გ.ვ.-ს ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, წინასწარი შეცნობით სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. (44 ეპიზოდი).

არასრულწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალური ლტოლვის მქონე ბრალდებულმა გ.ვ.-მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

სასამართლომ ბრალდებული გაამართლა მის მიმართ წარდგენილ ერთ ეპიზოდში, ხოლო დანაშაულის 43 ეპიზოდის ჩადენისათვის გ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 8 წლით და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებულს სასჯელად მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი განესაზღვრა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ