რას ჰყვება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ახმედ ჩატაევსა და ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

რას ჰყვება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ახმედ ჩატაევსა და ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ვარაუდით, დაკავებული პირი არ შეიძლება სურხო დუდაევი იყოს. როგორც ჟურნალისტმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, დუდაევი წლებია ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და მასსა და მუსლიმ ალ შიშანს შორის, რომელიც ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ ძლიერ მეთაურად ითვლება, კავშირები არსებობს.

„სურხო დუდაევი, რაც ლაფანყურის მოვლენებს გადაურჩა, გადავიდა თურქეთში და შემდგომ იყო სირიაში, თუმცა, მეეჭვება, რომ ის ყოფილიყო ახმედ ჩატაევის დაცვის წევრი. ის არ ომობდა ხალიფატის რიგებში, ის ასადის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მებრძოლი იყო. ასევე, იყო საუბარი, მასსა და მუსლიმ ალ შიშანს (მურად მარგოშვილი) შორის გარკვეულ კავშირებთან დაკავშირებით. ალ შიშანი კი ერთ-ერთი გამორჩეული მეთაურია, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძვის. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ თუ ამ სურხო დუდაევზეა საუბარი, არ შეიძლება იყოს ის პიროივნება, რომელიც ახლა არის დაკავებული", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ