"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება

"დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა. დაშვებულთაგან სამმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები.

როგორც მინისტრი ამბობს, ხანძრის შედეგად აღნიშნულმა მოქალაქეებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. ისინი ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდთან" სახანძრო მანქანები ისევ რჩებიან. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ვითარებას ადგილზე გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი გახარია და აჭარის მთავრობის წევრები.

გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

"ამ დროისთვის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს 11 გარდაცვლილი. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გვყავს 19 ადამიანი, მაგრამ მათი მდგომარეობა დამაიმედებელია. ამ მომენტისთვის მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ თითოეული სართულის კონტროლს, რამეთუ არ მოხდეს არანაირი პატარა ეჭვიც კი, რომ იქ შესაძლებელია ადამიანები კიდევ იმყოფებოდნენ", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ერთი ასეთი კონტოლი უკვე ჩატარდა, მეორე შემოვლის შემდეგ კი საბოლოოდ დადგინდება, არის თუ არა ვინმე დარჩენილი შენობაში. "პირველადი მოკვლევით ხანძრის კერა იყო მეოთხე სართულზე. სამწუხაროდ, დერეფნის ერთადერთი კიბის დაკვამლიანება მოხდა და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სარულზე. მადლობა მაშველებს, რომ შევძელით ადამაინების ჩამოყვანა მეშვიდე სართულიდან. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა. დღეის მდგომარეობდიან შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი. პროკურატურამ დაიწყო მუშაობა, საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ნიშნავს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე

გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

"ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში - მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: როგორია სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებსი მდგომარეობა? - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ