კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:47 / 27-11-2017
ვინ არიან საფრანგეთში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები" - რუსული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
რუსული მედია საფრანგეთში 17 ნოემბერს დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობას ასახელებს.

გამოცემა "პრაიმკრაიმის" ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის 35 წევრს შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. ესენი არიან 1972 წელს დაბადებული ილია ხელაძე ("ილო ლანჩხუთსკი"), 1979 წელს დაბადებული რევი დარახველიძე ("რევი"), 1981 წელს დაბადებული გიორგი ფოლადიშვილი ("სინკარა"), 1980 წელს დაბადებული თევდორე გამისონია ("ნოდარ სუხუმსკი") და 1979 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნოდია ("ნიკა თბილისკი").

გამოცემის ინფორმაციით, 2005-2012 წლებში ხელაძე დარახველიძესთან ერთად საქართველოში სასჯელს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით
იხდიდა. ფოლადიშვილმა, გამისონიამ და ნოდიამ კი ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2013 წელს მიიღეს.

17 ნოემბერს პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 -კაციანი ჯგუფი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.

წაიკითხეთ მეტი: 70 ათასი ევრო, მანქანები, იარაღი და 200 ათასი ევროს ქონება: საფრანგეთში ქართველები, მათ შორის, ქალები და "კანონიერი ქურდები" დააკავეს
17:36 / 28-11-2017
იურა
1
იმ ქვეყნების საელჩოებში სადაც შედარებით მეტია ქართული დიასპორა უნდა შეიქმნას საელჩოებთან სპეციალური სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში მოიპოვებს ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეთა საქმიანობის შესახებ.
15:09 / 28-11-2017
laura
0
იმედია ეს ექსპორტზე გატანილი კრიმინალები, რეექსპორტით უკან არ დაგვიბრუნდებიან. ისედაც 1000-ობით გადარეული გვყავს აქ, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ ექსპორტზე გატანა.
მსგავსი სიახლეები
სიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
"გოჭოს" საქმე: შაქრო კალაშოვი ე.წ. "კანონიერი ქურდების" შეკრებას გეგმავდა
(4 ფოტო+ვიდეო) ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთში, რესტორან "ბიზანტიოში" არის გადაღებული
მოსკოვს დსთ-სა და ევროპის ქვეყნების ე.წ. "კანონიერი ქურდები" ესტუმრნენ
+VIDEO: "კანონიერი ქურდების მამა და სპეციალისტი ერთის მეტი მე არ ვიცი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49