ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?

ვინ არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ერთადერთი პირი საედი დუდაევი?

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.

მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.

სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე სურხო დუდაევი იყო, თუმცა ეს დაკავებულის ადვოკატმა უარყო.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევი სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იდიგოვმა განუცხადა, დაკავებული მისი ნათესავია და იცის, რომ მას ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. იდიგოვის თქმით, დაკავებული ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

"საედ დუდაევი არაფერში არ იყო ჩართული. იმ ბინას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენ ოჯახზე აქირავებდნენ და ეს ოჯახი იყო დუდაევის. ჩამოდიოდნენ საქართველოში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, მანქანების ნაწილების ბიზნესი. ის ადამიანი შეცდომით ჰყავთ დაკავებული. თუ გახსოვთ ამ ბინაში ადრე ვინც ცხოვრობდა, ისინიც ჰყავდათ დაკავებული. მას ტერორიზმთან არასდროს არ ჰქონია კავშირი. იმ ბინაში ვინც ცხოვრობდა იმათგან, არავის არ იცნობდა. თუ იცნობდა, მაშინ მათთან ერთად იბრძოლებდა და ალბათ, დაიღუპებოდა კიდეც", - განაცხადა უმარ იდიგოვმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ