ნინო ბურჭულაძე - არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა

ნინო ბურჭულაძე - არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა

არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსმა, ნინო ბურჭულაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა" განაცხადა.

"ჯერ კიდევ 22 ნოემბერს "პალიტრამედია" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იმ სახლში, სადაც ეს პირები იმყოფებოდნენ, დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა. ამიტომ ჩემი აზრია და არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა.

ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ შაჰიდის ქამარი აჰმედ ჩატაევმა იმ წუთში მოამზადა, რომ მერე თავი აეფეთქებინა. თუ არსებობდა ნამდვილად შაჰიდის ქამარი, დარწმუნებული ვარ, ის ერთი არ იქნებოდა და ტერორისტული აქტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ისინი გეგმავდნენ და ამაზე უსაფრთხოების სამსახური გაავრცელებს ინფორმაციას, შესაძლოა თვითმკვლელთა მონაწილეობით ჩატარებულიყო. თვითმკვლელების მონაწილეობით ტერორისტული აქტი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი იქნებოდა მრავალრიცხოვანი", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

წაიკითხეთ: რა ვიცით აჰმედ ჩატაევზე

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩატაევი აპირებდა ჩამოსვლას..." - ვის მიმართეს საქართველოში საერთაშორისო ძებნილის წარმომადგენლებმა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ