სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს, 28 ნოემბერს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, მისი მოლოდინია, რომ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული იქნება.

"ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და დასაბუთებული", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს.

"რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან," - აცხადებს კახიძე.

ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ