მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს

მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და კატალონიის პოლიციამ დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Periodico პოლიციაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ სხვადასხვა მისამართებზე კატალონიის რამდენიმე ქალაქში. ასევე მისამართებზე ჩხრეკა მადრიდში ტარდება.

ადგილობრივი ტელეკომპანია TV3 იუწყება, რომ ოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

იხილეთ ვიდეო: ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია ესპანეთში: მადრიდსა და კატალონიაში პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ