სუს-ი - სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის

სუს-ი - სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის

სუს-ის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

"ეს ინფორმაცია არის მცდარი ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის არის ადამ გუმაშვილი. შემიძლია ეს უტყუარად და დადასტურებულად გითხრათ", - განაცხადა გიორგობიანმა.

სხვა გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას რაც შეეხება, გიორგობიანის თქმით, მათი იდენტიფიცირების მიზნით მუშაობა გრძელდება, ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიების ამ ეტაპზე უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ