"უცბად ატყდა ჩოჩქოლი... დავინახეთ, ბავშვი იყო სისხლიანი" - რას ყვებიან თვითმხილველები თბილისში მოზარდების დაჭრის ფაქტზე

"უცბად ატყდა ჩოჩქოლი... დავინახეთ, ბავშვი იყო სისხლიანი" - რას ყვებიან თვითმხილველები თბილისში მოზარდების დაჭრის ფაქტზე

თვითმხილველების განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი დანით არის დაჭრილი, ხოლო მესამეს სავარაუდოდ თავი აქვს გატეხილი.

როგორც ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, ჩხუბში დაახლოებით 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა და მათი ნაწილი სავარაუდოდ 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი სავარაუდოდ ადგილობრივია და ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს.

"გარჩევა იყო, ხმაურზე მეზობლებმა გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ბევრი ბავშვი იყო შეკრებილი. დავიწყეთ შეძახილები, რომ გაგვეშველებინა, თუმცა უცბად ატყდა ჩოჩქოლი, ჩავედით და დავინახეთ, რომ ბავშვი იყო სისხლიანი. ორი დაჭრილია და მესამეს როგორც ვიცი თავი აქვს გატეხილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვაჩეიშვილმა.

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით კი, მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით, დანებით დაჭრეს.

"ბავშვებმა იჩხუბეს და დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ბევრი ბავშვი იყო, დაახლოებით 10-15. ორია დაჭრილი. მესამეს თავი ჰქონდა გატეხილი, გარბოდა და ვინ წაიყვანა არ ვიცი", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ