რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ

რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ

დეტექტივ-გამომძიებელ ლევან დიდიძის ინფორმაციით, ხორავას ქ.#4-ში მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებითა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ლევან დიდიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები და ამ ეტაპზე ამ კამერების შესწავლა ხდება. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, მოზარდების შორის დაპირისპირების მოტივი. დიდიძის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"14.10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მოხდა ჩხუბი, აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ორი დაჭრილი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი მათგანი სამწუხაროდ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამოღებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ამ წუთში მიმდინარეობს ამ კამერების შესწავლა", - განაცხადა ლევან დიდიძემ.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ