ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ

ბიზნესმენი, რომელსაც 6 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა ვიცით გელა ბარკალაიას შესახებ

კომპანია "მათე მოტორსის" დამფუძნებელს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გარდა ამისა, ბიზნესმენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა.

საუბარია, ბიზნესმენ გელა ბარკალაიაზე, რომელსაც ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირის დაშინება, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. გარდა ამისა, ბიზნესმენს ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

რის გამო მიესაჯა ქართველ ბიზნესმენს 6 წლიანი პატიმრობა?

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გელა ბარკალაია "მათე მოტორსის" ყოფილი თანამშრომელის სარჩელის საფუძველზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს მომჩივან ქალბატონთან წლების გამავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

"გელას ამ ქალთან წლების წინ შეექმნა პრობლემები. ბიზნესმენმა ნ-ს "მათე მოტორსში" დაახლოებით 2012 წელს დააწყებინა მუშაობა, სულ გვერდით ჰყავდა. ერთ წელს გელას სტუმრები ჰყავდა დუბაიდან და გოგირდის აბანოში წაიყვანა, იქ რა მოხდა ასეთი არ ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი. დაახლოებით ორი წლის წინ, ეს ქალი საქართველოდან წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და გელა მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი, რუსეთში ცხოვრობდა... რაღაც ჰქონდა გელაზე ისეთი და ალბათ ეს ჩანაწერი იყო, რომელიც მან პოლიციაში წარადგინა. თუმცა რა იყო გადაღებული ამ ვიდეოზე და რა ურთიერთობა ჰქონდათ ზუსტად ვერ გეტყვით", - აცხადებს მედიასთან პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წაიკითხეთ: "გაკეთდა რაღაც ჩანაწერი, რომლითაც გელას აშანტაჟებდა ის ქალი" - უცნობი დეტალები "მათე მოტორსის" მფლობელის დაკავების საქმეში

გელა ბარკალაია 2010 წელსაც იყო დაკავებული

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი ქრთამის მიცემის ბრალდებით 2010 წელსაც იყო დაკავებული. მისი დაკავება იმ დროს საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. მისი კომპანია სახელმწიფო ტენდერებშიც იმარჯვებდა და მეტიც, წინასაარჩევნოდ ბიზნესმენმა საკუთარი ოფისის წინ ყვავილებით ხუთიანებიც კი ამოტვიფრა.

რატომ გაიყო "ნაციონალური მოძრაობისა" და ბიზნესმენის გზები და რატომ დააკავეს ბიზნესმენი?  განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ