"ჩემი ინფორმაციით, ის მკვლელობას არ აღიარებს" - რას ამბობს სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე

"ჩემი ინფორმაციით, ის მკვლელობას არ აღიარებს" - რას ამბობს სკოლის დირექტორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარამიძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი მოზარდი მკვლელობას არ აღიარებს, თუმცა, აცხადებს რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც ბარამიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა, შემთხვევის დღეს, აღნიშნული მოსწავლე სკოლაში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება ძებნილს, მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებისთვის ძებნილი პირის ადგილსამყოელი უცნობია. სკოლის დირექტირის განცხადებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან ოთხი მოსწავლე დაკითეს.

"არ ბრძანდებოდა იმ დღეს სკოლაში და მშობლებს რომ დავურეკეთ, მითხრეს, რომ ბავშვი სახლშია. ჩემი ინფორმაციით, ის მკვლელობას არ არიარებს, თუმცა ამბობს, რომ ადგილზე იყო. მეორე ბრალდებულის ოჯახთან ნაკლები კომუნიკაცია გვქონდა. მათ არ იციან ბავშვი სად არის.  რამდენადაც ვიცი, ოთხი მოსწავლე იყო წასული, დაკითხვაზე იყვნენ მისულები და არიან თავისუფლები", - განაცხადა ხათუნა ბარამიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

ასევე დაგაინტერესებთ: "შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ