სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას

სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოდან არ გასულა - რა ინფორმაცია აქვს პროკურატურას

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

როგორც პროკურორმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება.

ამასთან, პროკურორი გამოძიების სხვა დეტალებზე, მათ შორის საქმის მასალებზე საუბრისგან, გამოძიების ინტერესებისგან გამომდინარე, თავს იკავებს.

"საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს", - განაცხადა ხუციშვილმა.

ასევე, პროკურორის განმარტებით, ძებნილი პირის მიმართაც პროკურატურას სასამართლოში მკაცრი მოთხოვნა ექნება და იშუამდგომლებს, რომ მასაც დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ