თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს

თანატოლის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მოსწავლე აპირებს პოლიციას ჩაბარდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, შესაძლოა საგამოძიებო უწყებას ჩაბარდეს - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი"-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

აღნიშნულის შესაძლებლობაზე ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საუბრობს, რომელიც ირწმუნება, რომ ძებნაში მყოფი მოსწავლის ოჯახი აპირებს, უახლოეს დროში უზრუნველყოს ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოიტანა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება და სავარაუდოდ დღეს ჩაბარდება.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ