კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:09 / 04-12-2017
რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულებს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რომელიც ორივე არასრულწლოვანს აქვს ბრალად წაყენებული სასჯელის სახედ 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა სასამართლო მხდეველობაში მიიღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს მიიღო.
კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს, რომ არასრულწლოვანთა გარკვეული კატეგორიისთვის, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

73-ე მუხლში წერია: "არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება
დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი".

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განმარტავს, რომ 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა 12 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

ანუ სასამართლომ, ბრალდებულს მაგალითად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა თუ შეუფარდა, სასჯელის ვადას შეამცირებს 1/4-ით და საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. ყველაზე მინიმალური 13 წლიანი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში კი არასრულწლოვან ბრალდებულს, საბოლოოდ 9 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 3 პირი დააკავა.

თორნიკე კოშკაძე
AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა... " - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს ყვება
15:51 / 05-12-2017
xyz
0
პატივცემულო ადვოკატო, არ დაგავიწყდეთ, რომ იმ დაზარალებული და გაუბედურებული მშობლების ადგილზე ხვალ შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს და მათ შორის თქვენც.
15:50 / 05-12-2017
პრობლემა
1
ფაქტი ფაქტად რჩება ორი ბავშვი დაიღუპა და საერთოდ ეს ვინმეს კი არა საზოგადოების პრობლემაა, ესეიგი პრობლემა ბავშვების თავისუფალ დროში და აღზრდაშია, ისევ არსებობს ძველი ტრადიციული ჩხუბი სისხლის დაღვრამდე, ისევ დააქვთ ბავშვებს იარაღი, ამბობენ დავსაჯოთ დამნაშავე, მაგრამ ის უკვე დასჯილია მის ხელებზე სხვა ბავშვის სისხლია. ძალიან რთულია დაღუპული დედის ადგილზე ყოფნა. მაგრამ იმედია სწორად გამოიძიებენ და სასჯელიც სამართლიანი იქნება, ციხისთვის ყველა მეცოდება მითუმეტეს ბავშვები
მსგავსი სიახლეები
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
კიევის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია: მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია
"ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე. შიგნით ვერ მოძრაობ
"თორნიკეს დედა თურქეთში მუშაობს, შვილი მკვდარი დავახვედრეთ, გათიშულია ქალი..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49