კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:00 / 05-12-2017
ვინ არის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულს დაიცავს
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს უკვე მეორე წელია, წლის საუკეთესო ადვოკატად ასახელებენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ მიიღო. წელს ქვეყნის მასშტაბით 7 საუკეთესო ადვოკატი დასახელდა: ტარიელ კაკაბაძე, ზურაბ როსტიაშვილი, პაატა შავაძე, დავით ასათიანი, როინ მიგრიაული, გიორგი თურაზაშვილი და რამინ პაპიძე. ისინი "ქვეყნის საადვოკატო ბრწყინვალების" ტიტულის მფლობელები გახდნენ.

ტარიელ კაკაბაძეს უამრავი მოგებული საქმე აქვს და ამ საქმეებს რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გამამართლებელი განაჩენი შეემატა. მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის გაზრახ მკვლელობაში ბრალდებული
ასლან ბეჟანიძე
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

წაიკითხეთ ასევე: "ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ტარიელ კაკაბაძე ამჯერად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ინტერესებს იცავს. არასრულწლოვანი ბრალდებული 3-დღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა და როგორც ადვოკატი კაკაბაძე ამბობს, არ აპირებს ხელი დააფაროს თუნდაც ბრალდებულს, თუ მან სრულად ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული.

გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" 2017 წლის იანვარში ჩაწერა.

- როგორც ვიცი, ბევრი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ.
- მართლაც ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს. ვიღებ ისეთ საქმეებს, საპროცესო გარიგებაზე სადაც არ მიდის ეჭვმიტანილი და მივდივართ გამართლებაზე. მიმაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ჩემნაირი იურისტების მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვევს იურიდიული პროფესიების უფრო მაღალ დონეზე ასვლას და ადვოკატების როლიც უფრო დიდი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ყველაზე ხშირად მეკითხებიან, - რომელია თქვენი მოგებული საყვარელი საქმეო? ამაზე ერთი პასუხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყურებ ფილმს და გგონია, რომ ყველაზე მაგარ ფილმს უყურე, შემდეგ უყურებ სხვა ფილმს და ფიქრობ, რომ ის არის ყველაზე მაგარი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

ახლა ისეთი შთაბეჭდილებებით ვარ ჩემს ბოლო საქმეზე, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ეს საქმეა, თუმცა მქონია ისეთი საქმეებიც, სადაც გაცილებით მეტი მოწმე ყოფილა ჩვენს წინააღმდეგ, მეტი მტკიცებულებები ყოფილა, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია მოსამართლეს. მქონია ისეთი საქმე, როცა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პოლიციელები მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესად სცემეს, მერე მათ დააბრალეს ჯგუფურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებული ნასამართლევი იყო, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყვნენ და ეტყობა ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთხზულ ბრალს ადვილად დაამტკიცებდნენ. თან 4 პოლიციელი ხელს ადებდა მათ, ასევე პატრულის ორი თანამშრომელი და საქმეში იყო კიდევ ორი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდებულებს ამხელდა. საქმეში იდო ნივთმტკიცების სახით ტანსაცმელი და ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს ტანსაცმელი პოლიციელებს ამ ბიჭებმა შემოახიეს, იდო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწე­რა, რომ პოლიციელებს დაზიანებები ეტყობოდათ. ამ შეკერილი მტკი­ცებულებების მიუხედავად, დადასტურდა ჩემი დასაცავების უდანაშა­ულობა. როცა მოწმე ტყუის, მისი გამოჭერა ძალზე იოლია და საერთოდ, ყველა მოწმის ჩაჭრა შეუძლია ადვოკატს.

- შეიძლება დამნაშავეც გაამართლო სწორი დაკითხვით, ხომ?
- სწორად წარმოებული დაკითხვები ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს დაანგრევს. მთავარი მტკიცებულება არის მოწმის ჩვენება. როდესაც მოწმეს სასამართლოზე დაჰკითხავ, ჩაჭრი მას, ტყუილებში გამოიჭერ, რეალურად აქ უკვე გამამართლებელი განაჩენი დგება. თუ სწორად დაჰკითხავ, ყველა მატყუარა მოწმის ჩაჭრა შეიძლება. თუ სწორად დაჰკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც. საქმეზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, მოიპოვო და შეაგროვო სხვა მტკიცებულებები. უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა, სტრატეგია. ადვოკატი კარგად უნდა იცნობდეს ევროპულ კონვენციას, ქართულ კანონმდებლობას, სასამართლოების პრაქტიკას, რადგან სისხლის სამართალი ჩვენს ქვეყანაში განვითარებადი სფეროა. ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე ახალი პრეცედენტები იქმნება ყველა სასამართლოში. თუ იცნობ ამ ყველაფერს და გაქვს ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში. არ არსებობს საქმე, რომლის მოგებაც არ შეიძლება.

- წინა ხელისუფლების დროს თუ მოგიწიათ ადვოკატად მუშაობამ? მაშინ ფაქტობრივად, სასამართლო პროკურატურის ყველა მოთხოვნას აკანონებდა.
- წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად დაკავებული ვიყავი პედაგოგიური საქმიანობით. ბიზნესაკადემიაში ვიყავი ლექტორი. ლექციებს ვუკითხავდი უცხოელ და ქართველ სტუდენტებს, ასევე საერთაშორისო სამართალში ლექციებს ვატარებდი, მაგრამ ბოლო სამი წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა სხვადასხვა უნივერსიტეტში ღია ლექციებს ვატარებ მომავალი იურისტებისთვის. დღეს კი ადვოკატურაში ასპარეზი მეტია, სასამართლოც შედარებით დამოუკიდებელია და აღარ ასრულებს ნოტარიუსის როლს.

- ალბათ გქონიათ ისეთი საქმეებიც, სადაც მიზანს ვერ მიაღწიეთ.

- არ არსებობს ადვოკატი, მით უმეტეს - სისხლის სამართლის სფეროში, რომელსაც წაგებული საქმე არ ჰქონია. ძალიან ხშირად, შეიძლება მოსამართლემ უბრალოდ, ვერ გაბედოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, ყოველი კრახი უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მეტად გაძლიერდე, თავდადებით გააგრძელო ბრძოლა. მქონია უამრავი საქმე, სადაც პირველ ინსტანციაში არ გამიმართლა, მაგრამ აპელაციაში გავიმარჯვე. ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი დასაცავი, რომელსაც 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისთვის. თუ იშრომებ და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.

- რა კატეგორიის ბრალდებულის დაცვაზე შეიძლება უარი თქვათ?

- პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია. როცა ვხვდები ადამიანს, მან უნდა მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება, რომ დაცვა შევძლო. ბევრჯერ მითქვამს უარი საქმეზე. თუ არ გიყვარს შენი კლიენტი, თუ არ გწამს მისი, როგორ უნდა დაარწმუნო მოსამართლე მის უდანაშაულობაში?

- თუ გქონიათ საქმე, სადაც იცოდით, რომ კლიენტი დამნაშავე იყო, მაგრამ გაამართლეთ?
- ვიცავდი აბიტურიენტს, რომელმაც 17 წლისამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ის გავამართლე. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ციხეში რომ წასულიყო, ცხოვრება დაენგრეოდა იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
17:10 / 11-12-2017
meri
0
თვითო ცეკვავენ, თვითონვე მღერიან ეს ტიტულების მიმნიჭებელნი, თუ როგორ არის ამათი საქმე?
გამოეხმაურე / 0 /
14:08 / 06-12-2017
gio
0
სიცრუით რაც უფრო მაღლა აფრინდება უფრო მძიმე იქნება დაცემა..
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულად არის გადაცემული დაცვის მხარისათვის"
მოზარდის მიერ დანაშაულის აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაიწერა
გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა
ფოტოები რამდენიმე საიტმა გაავრცელა შემდეგი ტექსტით
+VIDEO: "ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა და რას გვეტყვიან ექსპერტები"
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი"-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ადგილსამყოფელი დაადგინოს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49