სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვანი პირები პატიმრეობაში დატოვა

სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვანი პირები პატიმრეობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვანი პირები პატიმრობაში დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასმართლოდან იტყობინება, დღესვე სასამართლომ 21-წლამდე ასაკის პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო არასრულწლოვანი მშობლის მეთვალყურეობაში გადასცა.

საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც აღნიშნულ პირთა ბრალეულობა იკვეთებოდა და სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

"სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. სრულწლოვანი პირები დარჩნენ პატიმრობაში, 21-წლამდე ასაკის პირი გათავისუფლდა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო არასრულწლოვანი გადაეცა მშობელთა მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რამაც დაარწმუნა სასამართლო, რომ დაეკმაყოფილებინა ჩვენი შუამდგომლობა", - განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.

ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას არ ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და არგუმენტირებული შუამდგომლობა მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, თუმცა, გაასაჩივრებენ თუ არა საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინება ჩაბარდებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ