ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს - კანდიდატებმა სპორტის სასახლეში საკუთარი პროგრამები წარადგინეს

ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს - კანდიდატებმა სპორტის სასახლეში საკუთარი პროგრამები წარადგინეს

სპორტის სასახლეში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები იმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ასოციაციის წევრებს სამოქმედო პროგრამები გააცნეს.

მათ პროგრამის წარმოსადგენად 10-10 წუთი მიეცათ. პირველმა კოლეგებს დავით ასათიანმა მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წელი იქნება ინსტიტუციური შენებისა და ასოციაციის კიდევ უფრო გაძლიერების წლები. ასათიანმა ზაზა ხატიაშვილს ასოციაციის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

სხდომა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გახსნა. მან ადვოკატებს მოუწოდა, დაიცვან სიმშვიდე და არჩევანი ერთმანეთის ხელის შეშლის გარეშე დააფიქსირონ, თავმჯდომარეობის კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა.

კრებას, რომელზეც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, 2011 ადვოკატი ესწრება. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძვის: დავით ასათიანი, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, დავით ლანჩავა, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ლევან ჯანაშია და ვაჟა ჯაოშვილი.

15:00 საათზე კრების დელეგატთა რეგისტრაცია გაიმართა, რის შემდეგაც კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დაიწყო. 18:00-დან 22:00 საათამდე გაგრძელდება ხმის დათვლის პროცედურა და დაახლოებით, 22:15 საათზე გამოცხადდება არჩევნების შედეგები.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს კრებაზე დამსწრე წევრების 50%+1 ანუ ხმათა უმრავლესობა აირჩევს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სულ რეგისტრირებულია 4 970 ადვოკატი. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობა 4 წლის ვადით აირჩევს. სხდომაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გარდა, ასევე აირჩევა, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრი, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ორი ვადით, 2009 წლიდან დღემდე ზაზა ხატიაშვილი იყო. ის იმედოვნებს, რომ მომავალი თავმჯდომარე იქნება გაბედული, მებრძოლი და ადამიანის უფლებების დამცველი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ