ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები

ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები

ეს ტრაგიკული შემთხვევა 2011 წლის ზაფხულში მოხდა. მამაკაცი, რომელმაც გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ბებიისა და შვილიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღემდე იხდის სასჯელს, თუმცა 6 წლის ნათიას და მის ბებიას, რომლებიც ნასვამი მძღოლის არასწორ მანევრს ემსხვერპლნენ, ვერაფერი დააბრუნებს...

ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის - ნათია ჩოფიკაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე, წლების წინ გაზეთ "ქიზიყში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"...ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 2011 წლის 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. სკანდალურ დეტალებს ის გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ასე იხსენებს:

"კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ "პაგონებზე" ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა და სუფრიდან გამოიპარა. ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა.

უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და "პაგონებს" ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია.

როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ