თბილისში მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისში მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი ქარქიშვილი გორის რაიონის, სოფელ ატენის მაცხოვრებელი იყო. იგი დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა. მეგობრების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლებს ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვთ.

ერთის თანახმად, მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა მაღალი სართულიდან გადმოვარდა, მეორე ინფორმაციით კი, ამწეს რკინა-ბეტონის სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოუვარდა და გიორგი ქარქიშვილს დაეცა. ქარქიშვილის თანაკლასელების ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ