პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ზვიად რატიანი, რომელიც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგობის ბრალდებით წუხელ დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, დაკავებული ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. სახალხო დამცველის აპარატმა დროებითი დაკავების იზოლატორიდან დამატებითი დოკუმენტაცია გამოითხოვა, მათ შორის იმის დასადგენად, არის თუ არა რატიანი ნაცემი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ