მესტიაში მოკლული დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო

მესტიაში მოკლული დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო

მესტიის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც დღეს მოკლეს, "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი იყო.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ დეპუტატ ლომარ ნიგურიანს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან სავარაუდოდ მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა.

"სვანეთში ენმ-ის რაიონული თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ავტომატით ჩაცხრილეს. ჩვეულებრივი კატასტროფა ხდება - როცა უნდათ მოგკლავენ", - წერს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ჟორჟოლიანი სხვა დეტალებზე, თუ ვინ და რა ვითარებაში მოკლა საკრებულოს წევრი, გამოძიების ინეტერსებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ