როგორია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

როგორია ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, სავარაუდოდ დღეს დაიდება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს. ბრალდებულის ადვოკატები დასკვნის შინაარსზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ამ დასკვნის საფუძველზე, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებენ.

ოთარ აბესაძის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ